воскресенье, мая 31, 2009

No smoking-შეიბრალეთ ჩემი ყბა!




დღეს რუსულ საიტებზე “ექო-რუ”-სთვის სტატიების ძებნისას ერთ საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. თურმე – “Сегодня во всем мире отмечается День без табака.”
ეს დღე 1988 წლიდან მოყოლებული (ზუსტად ჩემი ტოლია :) ) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება. გადავწყვიტე ამასთან დაკავშირებით პატარა პოსტი მეც დამეწერა.

არ დავიწყებ საუბრს იმის შესახებ, თუ როგორი მავნებელია სიგარეტი თქვენი ჯანმრთელობისათვის, როგორ გიყვითლებთ კბილებს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ა.შ. უბრალოდ ჩემს “ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე” მოგიყვებით 18 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის სიგარეტის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

თამბაქოსთან მიმართებაში ერთი იმ წარწერაზე ვხალისობ ხოლმე, კოლოფებს რომ აქვთ ბოლოში (მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის და ბლია, ბლია, ბლია... დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად წაკითხული წარწერაა მსოფლიოში)

და მეორე კიდევ, მაღაზიებში სიგარეტის სექციასთან გაკრულ აბრაზე: “18 წლამდე ახალგაზრდებისათვის აკრძალულია.” ნეტავ რამდენი მაღაზია იქცევა ამ წარწერის შინაარსის მიხედვით? უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არა.

ასეთ “დევიზგაკრული” მაღაზიის ყოველდღიური სტუმარია ჩემი ნათესავი, 10 წლის ბიჭი, რომელსაც მართალია მშობელი გზავნის სიგარეტის საყიდლად, მაგრამ გამყიდველმა ეს არ იცის. ის, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ზედმეტი “დაკითხვის” გარეშე არღვევს კანონს და ბავშვს მოთხოვნილ პროდუქტს აძლევს. მაგრამ, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ზოგიერთ მაღაზიაში აშკარად გადამეტებულად იცავენ (?) დევიზს. ამას წინათ ჩემს მეგობარს , სიგარეტის ყიდვისას დაუსვეს კითხვა: “18 წლის ხართ?” შედეგი: ჩვენმა გულიანმა სიცილმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის როლი შეასრულა.

აშკარაა, რომ კანონი, 18 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის სიგარეტის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ ფურცელზე დაწერილ აკრძალვად რჩება და არავინ არაა დაინტერესებული მისი შესრულება-შეუსრულებლობის გადამოწმებითა თუ დამსჯელი ღონისძიებების გატარებით. იმაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, რაიმე სხვა სახის კამპანია რომ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში სიგარეტის წინააღმდეგ საბრძოლველად. რა ეშველებათ მერე ამ ბიზნესის ხარჯზე მცხოვრებ ბევრ ჩინოვნიკსა თუ ბიზნესმენს?!

რეალობა ერთია: მე დღითი დღე უფრო და უფრო მეტად მრჩება პირი ღია, როცა ქუჩაში ძმაკაც-დაქალებთან მოსეირნე 5-დან 18 წლამდე გოგო-ბიჭებს ვხედავ სიგარეტით ხელში.

პ.ს. ბატონო ხელისუფალნო, იქნებ შეიბრალოთ ჩემი საწყალი ყბა და რაიმე მოიმოქმედოთ იმისათვის, რომ ისევ არ დამრჩეს ღია შემგდომი ასეთი სცენის ხილვისას. პატივისცემით: თქვნი ერთ-ერთი იძულებით პასიური მწეველი მოქალაქე. :(



და ბოლოს, უკომენტაროდ!











18 კომენტარი:

Toma комментирует...

მაგ კანონი ისევე როგორც უამრავი სხვა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სიტყვებია მეტი არაფერი.

18 წლამდე სიგარეტის და სასმელის მათ შორის ლუდის გაყიდვაც უნდა იყოს აკრძლაული მე თუ მკითხავ მაგრამ აბა? ადარდებს ვინმეს?

მად დღეზე ნამდვილად არ ვიცოდი:) ადვილი დასამახსოვრებელი თარიღია :)

Анонимный комментирует...

Zalian bednieri var, rom sigaretze dabadebidanve alergia makvs :)

moweva mxolod vizualuradaa lamazi, tore piradad me mimachnia, rom eg shenelebuli tvitmkvlelobaa.

gaixare am postistvis ;)

vasasi комментирует...

რა კანონი, როდის იყო ქართველები კანონს ვიცავდით?.. :)

ისე, მე არ ვეწევი და არც ამისი სურვილი მაქვს, სადღაც ამოვიკითხე, რომ ერთი ღერი სიგარეტი 8 წუთის სიცოცხლეს აკლებს ადამიანს..
ჰოდა მე ჩემი თავი ძალიან მიყვარს.. :)
ცდუნებაზე მეტად.. :D

Sophie שרה Golden комментирует...

სიგარეტის სუნი იმდენად არ მომწონს, რომ მოწევის სურვილი არ მიჩნდება, თუმცა ბავშვობაში (14-16) გასინჯულიც მაქვს და "გამარიაჟებულიც". ამ ასაკში ბავშვები სწორედ ამ მიზეზით იწყებენ წევას, რომ თავი გამოიჩინონ და ადგილი დაიმკვიდრონ, თუ როგორც არის. არ ვიცი, სახელმწიფოს რა ზომების მიღება შეუძლია, ის კანონიც უკვე სასიამოვნოა, რომ კაფეებსა და ბარებში გაყოფილი იქნება ადგილები, და მწევლები არამწევლებს აღარ შეაწუხებენ.

Colonel комментирует...

მაგარი ბლოგია, ძალიან მომეწონა. ბლოგროლში გამატებ.

ნინი комментирует...

Katten försvann
ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაც "იკრძალება" კანონით არასრულწლოვანებზე, ოღონდ, როგორც შენ თქვი მარტო ფურცლებზე. ჩემი დაქალი რუსეთში ცხოვრობდა და მომიყვა: ერთხელ ოჯახში სუფრა იყო გაშლილი, სასმელი შემოგველია და ბავშვები გაგვგზავნეს მაღაზიაშიო. არაყი არ მიუციათ სანამ მშობლები არ ჩავიდნენ. ჩვენ აქამდე ბევრი გვიკლია სამწუხაორდ:(

zurriuss
მიყვარს არამწეველი ადამიანები და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მადლობა "გახარების" სურვილისა და კომენტარისთვის :)

vasasi
ცდუნებაზე კი არა, მე ვამბობ ხოლმე, ერთ რაღაც ჯოხზე მეტად-თქო :)

Sophie Golden
სიგარეტის სუნზე მეც ცუდად ვხდები, საშინელებები მემართება ხოლმე მწეველთა საზოგადოებაში, მაშინვე თმებზე ამდის სუნი და ამას ვერ ვიტან. შენს პირს შაქარი საზოგადოებრივ დაწესებულებებში მაინც თუ შეიკავებენ თავს, მარა ეჭვი მაქვს ეგ კანონიც მარტო ფურცელზე დარჩება :(

Colonel
მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა. ხშირად შემოიარე ხოლმე! :)

ვიკა და ნინი комментирует...

kurit - znachit budem dolshe jit:)

Unknown комментирует...

არ ვეწევი, სურვილი არ მაქვს :|

არ მინდა რამეზე დამოკიდებული ვიყო
თან არც მომწონს


სხვა რომ ეწევა არ მაღიწიანებს, პირიქით ზოგზე მომწონს კიდეც :)

Анонимный комментирует...

au filtvebs ras suhvebaa :(

Анонимный комментирует...

ეუჰ.... ესეიგი ჩემი ფილტვი ეგეთი მახინჯია დაახლოებით????? დავიგრუზე მართლა...

Kate комментирует...

ბედნიერად ვთვლი თავს, რომ არასოდეს მომიწევია.

Toma комментирует...

იმედია ნახავ ამ კომენტარს
აი ამ საიტზე ვნახულობ

http://btemplates.com/

დღეს რომ ვნახე კიდე რამოდენიმე ახალი და ძალიან ლამაზი ტემპლეიტია დამატებული

Toma комментирует...

ნინი - ამაღამ დავწერ ყველაფერს როგორ უნდა გააკეთო და დილისთვის პოსტი იქნება კარგი :)
შენ მანამდე თემა შეარჩიე. საკუთარი გამოცდილებით თემის შერჩევა ბევრად ძნელია ვიდრე მისი დაყენება.

Toma комментирует...

ვაშააააააააა, აი დაგიყენებია და ყველაფერი ადგილზეაა :)
რა კარგიააა
გილოცავ!

ნინი комментирует...

მადლობა შენ Tomushka თორე შენი სწავლების გარეშე ვერაფერსაც ვერ ვიზავდი :) საგამოს მეორე ბლოგზეც (www.eqo-ru.blogspot.com) მინდა შეცვლა. აქაც პირველივე ფონი ავირჩიე, მაინტერესებდა გამომივიდოდა თუ არა და მერე შევარჩევ უფრო კარგს :)

უბრალოდ комментирует...

ვერ ვიტან სიგარეტს -შესაბამისად მომეწონა პოსტი!
პ.ს. პირველად ვარ ამ ბლოგზე - კეთილი იყოს ჩემი ფეხი :))

ნინი комментирует...

მადლობა გენაცვალე სტუმრობისთვის, იმედია კიდევ შემოივლი და იმედია მეც დაგახვედრებ ხოლმე ახალ პოსტებს :)

Анонимный комментирует...

hello... hapi blogging... have a nice day! just visiting here....