суббота, марта 06, 2010

პროფესიებში დაკარგულის პოსტი

დღეს, გაღვიძებისთანავე ვებრძვი ბოლო პოსტში, საკუთარ თავში აღმოჩენილ დაავადებას. რახან ვწერ, ე.ი. ერთი ნაბიჯით უკვე წინ ვარ - გამოჯანმრთელებისკენ! :)


დღეს იმ სატკივარზე მინდა დავწერო, აგერ უკვე 4 წელია რომ მაწუხებს და საკუთარი მომავლის არასწორად დაგეგმვა რომ ქვია.
ციტირება ჩემი პირველი, ავტობიოგრაფიული პოსტიდან:
“9 კლასი რომ დავამთავრე, სერიოზულად დავფქრდი, რა პროფესია უნდა ამერჩია. აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე და მის ფარგლებს გარეთაც: პოლიტიკით დაწყებული, ასტრონომია-ასტროლიგიით დამთავრებული. გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი, რადგან ამ პროფესიის ადამიანს მრავალმხრივი ცოდნა მოეთხოვება.”


ჰოდა, მანდედან დაიწყო შეცდომებიც!!!
წინა სემესტრში გავიარე შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, რომელშიც შევეხეთ პროფორიენტაციის საკითხს. ეს გახლავთ შრომის ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანს ეხმარება პროფესიის არჩევაში, კარიერაში არსებული სიძნელეების აღმოჩენა-გადალახვაში და ა.შ. ყოფილა სპეციალური პროფორიენტაციის ცენტრებიც, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს შეუძლია მივიდეს და დაადგინოს, რომელი სპეციალობისთვის შესაფერისი უნარების მფლობელია და საერთოდაც, უხეშად რომ ვთქვათ, რომელ პროფესიაში ივარგებს, რომელი პროფესია უნდა და რომელი გამოადგება.





ყველაზე დიდი პლუსი ამ ცენტრებისა, ჩემი აზრით, ის არის, რომ მათთან მისულ ადამიანს შეძლებისდაგვარად აწვდიან ძირითად ინფორმაციას სხვადასხვა პროფესი
ზე (ანუ რეალურად რას წარმოადგენენ, ყოველგვარი რომანტიზმის საბურველში გახვევის გარეშე), რა უნარებია საჭირო ამა თუ იმ პროფესიის ადამიანისთვის და რამდენად არის მასზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე (ანუ რეალური დასაქმების პერსპექტივები).
ჩემს შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების გათვალისწინებით, ასეთ სურათს ვიღებთ:
1ჟურნალისტიკას რომანტიკულ საბურველში გახვეულს ვხედავდი და ვეტრფოდი (ამ სიტყვის, სრული მნიშვნელობით), სინამდვილეში კი, წარმოდგენაც არ მქონდა რა ჩიტიც ბრძანდებოდა; :)
2.რახან, ასე თუ ისე, წერა მეხრხებოდა და “გატლეკილიც” ვიყავი, მეგონა, ეგ არის და გორის ციხე, მეტი არაფერი მჭირდება-მეთქი;
3.სულაც არ ვიცოდი, რომ ეს შენი ჟურნალისტები შრომის ბაზარზე კონა 20 თეთრადაც არავის ჭირდება და ეს მოცუცქნული ქვეყანა ვერაფრით ვერ დაასაქმებს წელიწადში მინიმუმ 500 ახალგამოჩეკილ ჟურნალისტს.


ამ ყველაფერს, დაახლოებით, პირველი კურსის ბოლოს, ან მეორე კურსის დასაწყისში მივხვდი. თუმცა რაღაც იმედის ნაპერწკალი კიდევ მქონდა, ან ალბათ ბავშვობის ოცნებას ვერ ვუღალატე და ამიტომ არ გადმოვიტანე ჩემი მეორადი სპეციალობა, ფსიქოლოგია, ძირი
ადად. მომდევნო კურსზე თავს იმით ვიმშვიდებდი, მაგისტრატურაში შევიცვლი სპეციალობას-მეთქი. აი, მოვიდა ბოლო კურსის ბოლო სემესტრიც და მე ისევ წარმოდგენა არ მაქვს: რა მინდა, რა შემიძლია და რა გამომადგება (აუცილებელი სამი კომპონენტი საკუთარი პროფესიით კმაყოფილებისათვის) :(



ამ წელს კი, მეორე მოულოდნელობა დამატყდა თავს და მეც ვერ გავაცნობიერე, ისე აღმოვჩნდი სკოლის მასწავლებლად კერძო სკოლაში, არადა ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს თავს პედაგოგად, სად მქონდა ბვშვების ნერვები (თურმე მქონია :) )।


















ვარ ასეთ გაურკვევლობაში და ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვაძლევ რჩავას, ჩემსავით არ შეცდნენ და სანამ ფაკულტეტების პრიორიტეტულ სიას შეავსებენ, დაფიქრდნენ: რა უნდათ, რა შეუძლიათ და რა გამოადგებათ!!!






6 კომენტარი:

Unknown комментирует...

აი მეც შემოგიარე და სათქმელიც გამიჩნდა:
ჩემი დაკვირვებითა დას პირადი გამოცდილებით ყველანი ჩვენ, ჩაგრული ქვეყნის მჩაგვრელი უნივერსიტეტის სტუდენტები, იმდენად უკმაყოფილონი ვართ საკუთარ ფაკულტეტებზე არსებული მდგომარეობებით, რომ ვფიქრობთ ამას ყველაფერი აჯობებდაო...
მე მესამე კურსზე ვარ ახლა, მეც სოციალ-პოლიტიკურზე ვსწავლობ,. ოღონდ ძირითად პროფესიად სოციოლოგია მაქვს და ჟურნალისტიკა მეორადად... და იმდენად სასოწარკვეთილი ვარ ჩემი სოციოლოგიური მომავლის პერსპექტივით, რომ ბედნიერებად მეჩვენება ჟურნალისტიკა მეორადად რომ მაინც ავირჩიე.

irina комментирует...

მომეწონა ...ბევრია ასეთ დგეში ,ეს ჩემს ისტორიასაც გავს!

Unknown комментирует...

natsnobi problemaa :(

Blockchain Customer Service 24*7 Help комментирует...

As we probably am aware the secret word is the fundamental component and shield your record from undesirable exercises. Envision, in the event that you get a mistake identified with secret key and in the end welcome different error also. Under such a serious circumstance, achieving the entryways of talented experts is a reasonable choice. Simply dial Blockchain support Number+1 (800) 861-8259 which is useful nonstop and get boundless arrangements that are anything but difficult to get to and advantageous.

Peter parker комментирует...

Problems related to setting up new Binance account
Are you confronting problems related to setting up new Binance account? Do you want to fix this issue? If yes, attain the quality-oriented solutions from the skilled technicians who are always there to provide best class service to its customers. You need to dial Binance Customer Support Phone Number +1877-209-3306 and get solution related to every query and problem in schematic and hassle-free manner. Feel free to get in touch with them to avail of perfect solutions.
For more info: https://www.cryptophonesupport.com/exchange/binance/

Blockchain support комментирует...

Clients more often than not continue investigating to have data with respect to the important archives to open Blockchain wallet Account. Howbeit, they may need to confront issue in this worry. Hence clients are allowed to converse with us quickly as opposed to wandering all over. Our Blockchain group is constantly accessible here to furnish the required data related with accommodation of archives. Clients will be required to call Blockchain Support number +1(877)209-3306 just as opposed to squandering their valuable time.