вторник, января 12, 2010

მკრეხელური პოსტი



ესეც დაპირებული სტარტი :)
დღევანდელი ჩემი პოსტი ეხება ისეთ თემას, რომელზე საუბარიც ხშირად ტაბუირებულია და მკრეხელობად მიიჩნევენ. ვაღიარებ, რომ მე თვითონაც მიმიცია შენიშვნა მსგავს თემაზე საუბრისას ჩემი ათეისტი ან უბრალოდ მღვდლების რომ არ სწამთ, ისეთი მეგობრებისთვის. არ ვაპირებ რელიგიის ან ვინმეს გაკიცხვას, ურალოდ მინდა ერთი ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინო.
2 იანვარს პატარა ბაია მოვნათლე. ეს ჩემი მეორე ნათლულია და ასე თუ ისე, ამ ცერემონიის მსვლელობა ჩემთვის უცხო არ იყო. თუმცა მაინც გაოგნებული წამოვედი იქიდან. მიზეზი მღვდლის მიერ განხორციელებული რამდენიმე ქცევა და მისი სიტყვები იყო.
რამდენიმე (დაახლოებით 6-7 ) ადამიანის ნათლობა ერთად ჩაატარა. მართალია, ასე პატრიარქსაც აქვს სახალხო ნათლობის პროცესი, მაგრამ, ალბათ, ამასაც თავისი ფორმა უნდა ქონდეს. ლოცვებს ისეთი სისწრაფით კითხულობდა, რომ არათუ სიტყვების, ბგერების აღქმასაც კი ვერ ვახერხებდი. რატომღაც საშინლად ეჩქარებოდა ამ კაცს ნათლობის დასრულება და ნათლიები ერთ ფაციფუცში ჩაგვყარა.
ერთი ქალბატონი უხეშად გააძევა ოთახიდან იმის გამო, რომ ატირებულ ბავშვს გასაჩუმებლად კანმფეტი მისცა. ჯერ დაუყვირა: ხელს მიშლი და გადი აქედანო. ქალმა ბოდიში მოუხადა და კართან დადგა, მღვდელი მიუტრიალდა და დაუყვირა: გარეთ მაგ კარების იქითააო. ამას მოყვა მეორე "შეტევა" ერთ-ერთ ნათლიაზე, რომელსაც საკმაოდ პუტკუნა მოსანათლი ყავდა და ძლივს ეკავა ხელში. მასაც იმავე ტონით დაუყვრა: ბავშვი არ შემოგიბრუნდეს და მირონი არ წაგისვას, თორემ დაგიჭრი მაგ ტანსაცმელს და შიშველს გაგიშვებ აქედანო. ისედაც ხელისკანკალით მეკავა მოცუცქნული 40 დღის ბავშვი და ამის გაგონებაზე, მთლად დავფრთხი: ბავშვმა ახლა თავის ქნევა არ დაიწყოს და მირონი არ მომაცხოს-მეთქი :).
თუმცა ეს არაფერი, მთავარი კულმინაციური დარტყმა ბოლოს მივიღე. ნათლიები თავისთან გვიხმო, ნათლობის წიგნაკების ასაღებად და იმის სათქმელად, რომ იქვე მდგარ შესაწირავის თეფშში ფულის ჩაგდება არ დაგვვიწყებოდა. ერთ-ერთმა ნათლიამ ხურდა ფული ჩაყარა და ჩხარუნის ხმა რომ გაიგო მღვდელმა, გადაირია და დაიყვირა: ე, ბიჭო, მოდი აქ, რა ხურდებს ყრიო.
წამოვედი იქიდან და უკვე ნათლულის ოჯახში სუფრაზე, დიდი კამათი გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს კაცი ჩემი ნათლულის მამიდის მოძღვარი ყოფილა და კბილებით დაუწყო დაცვა. ოღონდ ისეთი რაღაცები თქვა, რომ უფრო მეტი შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა იმ კაცზე. მთავარი არგუმენტი ქონდა ის, რომ - აბა არ უნდა იცოდეს, ამხელა “მუტრუკმა” (დაახლოებით ამ მნიშვნელობით თქვა, ზუსტად ეს სიტყვა არ უთქვამს : ) ) პოტენციურმა ნათლიამ, რომ როცა მოსანათლად მიდის ფული უნდა ქონდეს თან და ხურდები არ უნდა ჩაყაროს შესაწირში. ვერაფრით ვერ ავუხსენი, რომ ამქვეყანად არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებისთვისაც ის ხურდა ფული ძირითადი საზრდოა და არ შეიძლება ეკლესიაში არსებული “სტავკების” გამო ნათლობის უფლება ჩამოერთვათ. ბიბლიის ის ეპიზოდიც გავახსენეთ, სადაც ქვრივი ქალი მცირე შესაწირს ჩააგდებს და ერთი მდიდარი ბევრს ჩაყრის, იესო კი ამბობს, რომ ამ ქვრივს უფრო მეტი საზღაური ექნება ცათა სასუფეველში, რადგან მან, რაც ებადა, ის მთლიანად გაიღო.
გავიგე ისიც, რომ ეს ადამიანი აღსარებას ჯგუფურად იბარებს: დააყენებს მრევლს და ხმამაღლა აკითხებს ერთად თავიანთ ცოდვებს – ზოგჯერ კი იმასაც ეუბნება - ვისაც რა ცოდვა გაქვთ ყველაზე ხმამღლა იყვირეთო. მაშინ რაღა საჭიროა არსებობდეს ტერმინი “აღსარების საიდუმლო”?!
რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთი კითხვა მაქვს: როგორ ფიქრობთ, არ უნდა არსებობდეს რაიმე მონიტორინგის საშუალება საპატრიარქოს მხრიდან, იმისათვის რომ მსგვსი საქციელი ამხილონ? ზუსტად ასეთი მღვდლების არსებობის გამო აღარ სჯერა ხალხს აღარცერთი მღვდლის (მაგალითად დედაჩემს). არადა ყველას ერთ ქვაბში ნამვილად ვერ მოვხარშავთ.
ღმერთმა შემინდოს, თუ ეს პოსტი ჩემი მხრიდან მკრეხელობაა. ღმერთისაც მწამს, ეკლესიისაც და მღვდლისაც (ოღონდ იმ კაცისნაირების არა) და არავის განკითხვას არ ვაპირებ: უბრალოდ მჯერა, რომ ღმერთმა გონება და აზროვნება იმისთვის მოგვცა რაღაც-რაღაცები რომ გავაანალიზოთ და ბრმად ყველაფრის (და ყველა მღვდლის!!!) არ დავიჯეროთ.


10 კომენტარი:

Nino комментирует...

უი, ნინი, ბლოგზე დაბრუნებულაააა :)საინტერესო პოსტებს ველოდები :)

Unknown комментирует...

ერთი იგავი არსებობს ადრე მომიყვნენ თუ სწორად გავიხსენებ მოვყვები აქაც
ერთ მამათა მონასტერში დადიოდა ერთი მღვდელი რომლის ჩატარებული წირვაც მამებს არ მოსწონდათ და ფიქრობდნენ გაეძევებინათ.
ერთ ღამესაც ყველა იქ მყოფ მამას ერთნაირი ხილვა ჰქონდათ
ანგელოზი ეუბნებოდა, გველეშაპი თავისი ხელებით წყალს რომ გაწვდით ამით წყლის სიწმინდეს რამე ემუქრებაო?

:)
ესეც ჩემი კომენტარი.

Sophie שרה Golden комментирует...

@ ნინო, ამაზე საინტერესო პოსტი რაღად გინდა. გაოგნებული ვარ :|

nastasia комментирует...

mokled,egeti ambebi da mkidev gvdlebi kidev ertxel maxseneben imas,ro gmertti da rcmena gacilebit metia,vidre rituali da statusi...

da kide es yvelaferi ragac eiforias da isterikas gavs da imedia rodesme male gadaivlis...tore momcyinda morcmuneta da aramorcmuneta gadazaxil-gadmozaxili :S

Анонимный комментирует...

dges namdvilad xshiria egeti shemtxvevebi da aramfonia adrec uketesi mdgomareoba yofiliyos. ubralod ukve xalxi protests gamotqvams, tundac is rom, shen shegashfota am ambavma da daposte, ukve progresia. adre maxsovs, ert eklesiashi davyvebodi dedachems da modzgvari wirvaze sigarets eweoda da mobilurs pasuxobda, aravin xmas ar igebda. dges modzgvris aset saqciels aucileblad mohyveba protesti. magram, mainc jobia nuravis ganvikitxavt. is adamiani vinc eklesiashi dadis da namdvili morwmunis cxovrebit cxovrobs, arasdros ityvis mgvdelze augs, rasac ar unda ashavebdes es ukanaskneli. xom gagigiat, nu ganikitxavo. rac sheexeba imas, rom eseti mgvdlebi eklesiis reputacias laxaven, ver dagetanxmebi. eklesiis reputacia saertod ra aris? is rom xalxi eklesiashi ar dadis, fsevdo individuaurobisken swrafvis gamoa. ar undat da ar dadian da amas abraleben mgvdlebs. xshirad mesmis, "dges eklesia cud dgeshia", "wesier mgvdels ver naxav" da a.sh. sashinelebaa.

Landish комментирует...

წინასწარ გიხდით ბოდიშს ჩემი უტაქტო კომენტარისთვის და იმედია უფალი შემინდობს ამას, მარა მაგ ღმდველს მაგრად ღრმად ჰქონდა : ))))

Nikoloz комментирует...

ეგ არაფერია მე ეკლესიაში კინაღამ ვეხიპიშე მღვდელბს 2ნი იყნენ ეგეთები :D

ნინი комментирует...

@Анонимный
ჩემო კარგო, ეკლესიის რეპუტაცია არც მიხსენებია. მე უბრალოდ იმას გავუსვი ხაზი, რომ ასეთი ქცევის შემყურე ხალხს მღვდლების ნდობა ეკარგებათ. დედაჩემის მაგალითს გეტყვი: ეკლესიაშიც დადის და მარხულობს კიდეც (მისნაირი რწმენა რომ მქონდეს, რაღა მიჭირს), მაგრამ მოძღვარი არ ყავს და არც აქვს ყოლის სურვილი, იმიტომ რომ არაერთ ფსევდო-მოძღვარს შეხვედრია.

@ xissunianisaxli
მოძღვარს რწმენასთან ერთად მისი არსიც უნდა მოქონდეს მრევლთან (ბრმად კი არ უნდა აწვდიდეს). ძალიან შორს ვარ დოგმატური და ბრმა რწმენისგან. თუ რამეს ვერ ვიგებ ქრისტიანულ მოძღვრებაში მღვდელი იმისთვისაა, რომ გამარკვიოს. აბა, ახლა წარმოიდგინე: ვარ ადამიანი, რომელიც ეძებს ჭეშმარიტ სარწმუნებას, მივდივარ მოძღვართან, რომელმაც ორიენტაცია უნდა მომცეს, ამიხსნას და ამ დროს რასაც მასწავლის და მიქადაგებს იმის საპირისპიროდ იქცევა თვითონ. რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდება ეჭვი და უნდობლობა.

nininini комментирует...

DzaLiAn saInTeResoAA...YoVeTvIs mAwUxEbDA Eg pRoBlEmAAA rOmElIc wEb gVErDeBzEE xSHiRAd aRiS gAnTaVsEbUlii....Es poStI KI ZuStAd cHeMi nAtLobIs aMsAxVElIiaa.....iGiVe mEoRdEbOdA RaC AqAaa nAxSeNeBIii....(((((((

Анонимный комментирует...

ნათლულის მამიდასთან დაკავშირებით მაინტერესებს.შეიძლება თუ არა კაცმა ცოლად შეირთოს თავისი ნათლულის მამიდა?