суббота, мая 16, 2009

ქართულ ბლოგოსფეროში სიახლეა!!!




შეიქმნა ახალი, საინტერესო და განსხვავებული ფორმატის ბლოგი www.eqo-ru.blogspot.com რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც გახლავართ.
ბლოგი შემდეგ საქმიანობას ეწევა: მასზე იდება რუსულ მედიაში გამოქვეყნებული საინტერესო და სკანდალური სტატიების ქართულად ნათარგმნი ვერსიები. თემატიკა შეუზღუდავია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ენიჭება საქართველოზე დაწერილ პუბლიკაციებს, კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებულ სტატიებს და ა.შ. ბლოგი ყოველდღიურად ახლდება და მინიმუმ ერთი ახალი სტატია მაინც იდება მასზე. მე და ჩემი პარტნიორი, ვიქტორია ბუკია, ვფიქრობთ, რომ ექო-რუ”-ს დახმარებით ბევრ ადამიანს გაუმარტივდება უცხოური მედიისთვის თვალის დევნება. რადგანაც ინგლისური პუბლიკაციების თარგმანების ბლოგი უკვე არსებობს, ჩვენ გადავწყვიტეთ რუსული სტატიებიც გვეთარგმნა.
შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა იფიქროს, რომ რუსული მედია დეზინფორმატორია და შესაბამისად, მისი პუბლიკაციებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. გეთანხმებით, რომ რუსული მედია ხელისუფლების გალენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ თუნდაც იმ დეზინფორმაციას, რომლსაც ჩვენზე, კონფლიქტის ზონებზე ავრცელებენ. გარდა ამისა, ჩვენ (ბლოგის ავტორებმა, მე და ვიკამ) იმაზეც ვიზრუნეთ, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან აგვეცილებინა დეზინფორმაციის გავრცელება. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ვთხოვეთ გაეგოთ იმ ინტერნეტ-გამოცემების (ონლაინურიც და ოფლაინურიც) მისამართები და იმ ჟურნალისტების სახელი და გვარები, რომლებიც ერთგვარი ავტორიტეტით სარგებლობენ რუსეთში და ხელისუფლების ცენზურას არ ემორჩილებიან. ასე რომ, ექო-რუზე თქვენ სწორედ ასეთი ჟურნალისტების ანალიტიკური სტატიების ქართული თარგმანის ნახვა შეგეძლებათ.
გარანტიას გაძლევთ, რომ თარგმანი ზუსტია და ჩვენს მიერ არ კორექტირდება (სტატიებს დასაწყისში აწერია კიდეც, რომ სტილი დაცულია. ამასთანავე, მითითებულია ის ინტერნეტმისამართიც, რომელზედაც სტატიის რუსული ვერსიაა განთავსებული, ასე რომ შეგიძლიათ თავადაც გადაამოწოთ ჩვენი სანდროობა:) ).
იმედია დაინტერესდებით ბლოგოსფეროს ამ სიახლით და ჩვენი მუდმივი მკითხველი გახდებით. დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შენიშვნებს და რჩევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი იმასთნ დაკაშირებით, თუ რა თემატიკის პუბლიკაციების წაკითხვის სურვილი გაქვთ და რომელი რუსული მედიაგამოცემაა თქვენთვის ასე თუ ისე სანდრო წყარო. ასე რომ, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ! :)

5 კომენტარი:

Lalena комментирует...

მმმმ საინტერესო ადგილას მოვხვდი, საინტერესო ამბებიც გავიგე :)

ზინა комментирует...

კარგია სიახლეები! წარმატებებს გისურვებთ! :)

ნინი комментирует...

დიდი, დიდი მადლობა კომპლიმენტებისა და კეთილი სურვილებისათვის :) იმედია ჩვენი აქტიური მკითხველები იქნებით :)

Sophie שרה Golden комментирует...

წარმატებები, ნინი და ვიკა, მომეწონა თქვენი წამოწყება და წაგიკითხავთ ამიერიდან!

Lasha Gabunia комментирует...

წარმატებები და მადლობა ჩემს ბლოგზე სტუმრობისთვის და იქ დარჩენისთვისაც. .)))