воскресенье, мая 10, 2009

ერთი საათი სამარშუტო ტაქსიში




წინასიტყვაობა:
ის, რასაც ახლა ამ პუბლიკაციაში განვათავსებ, 2 წლის წინ არის დაწერილი. მაგრამ თავისი შინაარსიდან გამომდინარე აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. ეს ჩვენი ყოფითი ცხოვრების ჩვეულებრივი საღამოს რეპორტაჟია სამარშუტო ტაქსიდან.



ამას წინათ, საღამოს 6-7 საათი იქნებოდა, სამარშუტო ტაქსით თბილისის ერთი ბოლოდან მეორში გასვლა რომ მომიწია. ამას, რა თქა უნდა, ჩვენი გადატვირთული გზების წყალობით (თან ე.წ. “პიკის საათის” დროს) ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა. ხალხი სამსახურიდან ბრუნდებოდა და შესბამისად მგზავრების რაოდენობაც ჩვეულებრივზე მეტი იყო. “ქართველი ფილანთროპი” მძღოლი ყველას უჩერებდა, მიუხედავად იმისა, რომ დასაჯდომი კი არა დასადგომი ადგილიც აღარ იყო. შიგადაშიგ შეწუხებული მგზავრების რეპლიკები ისმოდა: “დაგვასვას ბარემ თავზე, რა უბედურებაა, ვერ ხედავს, რო ადგილი აღარაა?!”, “ამას ეს მარშუტკა “ბეზრაზმერნი” ხო არ გონია?!”… თუმცა საყვედურის პირდაპირ მძღოლისთვის თქმას რატომღაც ყველა ერიდებოდა და მხოლოდ ერთმანეთს უბავდნენ მხარს. ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ იმ ტრადიციულ დასკვნამდე მივიდნენ, რომელიც 4 სიტყვით გამოიხატება: “რას გვიშვება ეს საააკაშვილი?!” ხელისუფლბის მილიონჯერ მოსმენილი ლანძღვის ნაცვლად, ვამჯობინე ჩემს პირდაპირი მსხდომი გოგონებისთვის დამეგდო ყური. ასე 15 წლამდე თუ იქნებოდნენ. სპორტულად ეცვათ: ჯინსები (რა თქმა უნდა- დახეული), მაისური და ქურთუკი. ერთ-ერთს უცნაური ვარცხნილობაც ქონდა, კისერსა და მაჯაზე კი რკინის უცნაური “სამკაულები” ეკეთა. ჩემი ყურაღება მათმა საუბარმა მიიპყრო. როგორც მივხვდი, საერთო ნაცნობის (სავარაუდოდ დაქალის) დაბადების დღეზე მიდიოდნენ და თბილისის ამ მხარეს (მეტრო გურამიშვილის და სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია) პირველად იყვნენ. ყოველ ორმოში (ე.წ. “იამკაში”) ჩავარდნისას (ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა, რადგან ახალ გზას აგებდნენ და ყველაფერი გადათხრილი იყო) აღშფოთებას დაახლოებით შემდეგი შინაარსის ტექსტებით გამოხატავდნენ: “აუ, რა გზებია, იმენა სოფელია ტო!”. უცებ ერთ-ერთს მობილურმა დაურეკა. სატელეფონო საუბარიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა, ოღონდ შინაარსით კი არა, სტილით: “ალო, ხო ნიკუშ! მაგრად, შენ? ნატუკასთან მივდივართ მე და ილინჩო. აუ, იცი რა სოფელში ცხოვრობს? ხო, მესმის. რაა? აუ, არ არსებოოობს! მართლა? ძაან ქული ხარ სიხ! ოკ, მერე დაგიქოლინგებ. კიიის!” გოგონამ საუბარი დაამთავრა და ილინჩოდ მოხსენიებულ მეგობარს ახარა: ნიკუშამ ფართის ბილეთები “გააძროო”.
გოგონების საუბარს მძღოლის გინებამ მომწყვიტა. “სპასიბაზე” ჩასულ მგზავრს ამკობდა მამა-პაპურად.
სამარშუტო ტაქსი ნელ-ნელა იცლებოდა და მთელი საათის განმავლობაში ცალ ფეხზე მდგომებს (აბა, ორი ფეხის დასადგამი ადგილი სად იყო?!) დასხდომა ეღირსათ. ყველას გადაღლილი სახე ჰქონდა, თუ იმ ორ გოგონას არ ჩავთვლით, რომლებიც მთელი გზა არ გაჩუმებულან. ხან ნატუკას რაიონს ამკობდნენ სიტყვებით “საბანძეთი” და “ყანა”, ხანაც თავიანთ “ლოვეებზე” ლაპარაკობდნენ. როცა ჩავიდნენ, ერთა მოხუცმა ქალმა სიხარული ვერ დამალა: მადლობა ღმერთსო. სამარშუტო ტაქსიში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ მორყეული დასაჯდომი სკამების ჭრაჭუნი არღვევდა.

6 კომენტარი:

N-news комментирует...
Этот комментарий был удален администратором блога.
N-news комментирует...

ნინ, ძაან გამიხარდა ბლოგის გაკეთება რომ გადაწყვიტე. იმედია, ჩემსავით არ იზარმაცებ და ახალი სტატიების წაკითხვის საშუალება ხშირად გვექნება :)) წარმატებებიიი :*

ნინი комментирует...

ხო, როგორც იქნა დამადგა საშველი. ცოტა ტექნიკური მხარე მჭედავს, ნელ-ნელა ვერკვევი. მადლობა ნინ კეთილი სურვილებისთვის. შევეცდები ხშირად ვწერო და შეძლებისდაგვარად საინტერესოდ :)

Анонимный комментирует...

:)

giga комментирует...

magaria :)

noo комментирует...

სამარშუტო ტაქსში მგზავრების ფეხზე დაყენებას და საშინელი ოფლის სუნის ატანას რო თავი დავანებოთ, ყოველ დატორმუზებაზე ხან ვიღაცის ჩანთა გხვდება ან საერთოდაც ის ვიღაც გახტება თავზე, უჰაერობა და აუტანლობა